ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტის "ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე მწერლების ჯგუფი ესტუმრა,- ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ცნობით, მწერალთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ქეთევან დუმბაძე, ცირა ყურაშვილი, შორენა ლებანიძე, ლექსო ქურხული, მანონ ბულისკერია, ბექა ქურხული და ნიკა ჯორჯანელი.

შეხვედრის ფორმატის თანახმად, მწერლებმა საღამოზე საკუთარი საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები და ლექსები წაიკითხეს.

პროზისა და პოეზიის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, პირადად ავტორებს გასაუბრებოდნენ,  ახალ გამოცემებს გასცნობოდნენ, კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე დაესვათ და ასევე, საკუთარი ლექსები წაეკითხათ.

პროექტი, "ცოცხალი წიგნები''–ს მიზანია, თანამედროვე ავტორებს პოპულარიზაცია გაუწიოს, წარმოადგინოს ქართული ლიტერატურის ცოცხალი პროცესი. ასევე, მწერალი და მკითხველი ერთმანეს დაახლოვოს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურის სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრა ქ.წალენჯიხის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მხარდაჭერით შედგა.