აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობების დადებით დინამიკას.
მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ, საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონში ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა და სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ რეგიონში გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა უნგრეთიდან. მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.
შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდა.