აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, გარდაცვლილთა ოჯახებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს",- წერს თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ნოდარ ათუაშვილმა პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და 5 ადამიანი დაიჭრა, რის შემდეგ თვითლიკვიდაცია განახორციელა.