აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
,,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 90 წლის იუბილეს.
მადლობა მას ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას"- აღნიშნავს აჭარის მთავრობის მეთაური.