თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის 23 წლის მძღოლის, გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ორი დღის წინ თიანეთში თვითმკვლელობა სცადა, მძიმეა და ამ დრომდე კომატოზურ მდომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
გიორგი ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის ინფორმაციით, თვითმკვლელობის ცდელობას მის შვილსა და სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბექაურს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში იმფებოდა და მის ყოფილ მძოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „არ ვიცოდი, რომ ზურაბ ბექაური ინტერესდებოდა ჩემ შესახებ ინფორმაციებით. გიორგის დედისგან გავიგე. შოკისმომგვრელია ჩემთვის. ბექაური რამდენად იყო ჩართული, არ ვიცი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების იმ ნაწილზე, რომლებიც ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, მერე სხვადასხვა პარტიებში გადავიდნენ და ბოლოს ჩემთან მოხვდნენ, ამ ნაწილზე აშკარად მიდიოდა მუშაობა. ჩემზეც იყო შანტაჟის მცდელობა როცა, ერთერთმა მათგანმა ჩემი გარემოცვიდან მოინდომა ჩემი დაშანტაჟება, რომ თუ არ დავტოვებდი მერის პოზიციას, გამომიქვეყნებდნ რაღაც კომპრომატებს. ეს მცდელობა ჩემზეც იყო და არ ვიცი, მასზეც თუ ჰქონდათ რამე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. შეგახსენებთ, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტსრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.