თელავის ცენტრალურ მოედანზე მიმავალი  ,,ჯიპის,, მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ,,ბატონის წყალთან,, ჩამავალ გზაზე გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მანქანა ამობრუნდა, მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.