თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილობრივების თქმით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.