მერიამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს უკვე მიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
აღნიშნულმა საკითხმა მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა დაურიგოს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ისევე როგორც ყველა ქალაქი, თელავიც იმსახურებს საახალწლოდ ლამაზ ნაძვის ხეს და მასშტაბურ გაფორმებას.
ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 70 000 ლარის ღირებულების საახალწლო ნაძვის ხე 2021 წლის ნოემბერშიც შეიძინა.
2022 წელს კი განათებების შესაძენად და გასართობი ღონისძიების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი გამოყო.
,,საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. როდესაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,მას შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,, - განაცხადეს მერიაში.