სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერის მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო აფხაზეთის ომში  გმირულად გარდაცვლილ მებრძოლთა  ხსოვნას.

დღესვე პროექტ „ლექსი კედელზე“ ფარგლებში, კულტურის სახლის ფასადზე, პოეტ ცირა ყურაშვილის ლექსი განთავსდა, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად გარდაცვლილ ბერ მამა ანდრია ყურაშვილის მიეძღვნა.


აფხაზეთის ომის  გმირი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბესიკ სოფრომაძე გაიხსენეს და პატივი მიაგეს მშობლიური სკოლის, ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს