სენაკში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია.

დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.