სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული ტურნირზე სამტრედიის გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს

1555944130
19 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი დასრულდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულმა ტურმა სტარტი 19 მარტს აიღო, თამაშები ჩატარდა სპორტის 8 სახეობაში: მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები.
აღნიშნულ ტურნირში გაიმარჯვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამმა სკოლამ: N2 საჯარო სკოლა – ფეხბურთში; N3 საჯარო სკოლა – მაგიდის ჩოგბურთში; N11 საჯარო სკოლა – ფრენბურთსა და მხიარულ სტარტებში.
აღსანიშნვია, ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რეგიონის ჩემპიონი ფრენბურთში N11 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოვეს.
რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში, იქ გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.