მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მარტვილის მერი გიორგი ნაჭყებია და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო აგრობაზარი, სადაც ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს, გასცნობოდნენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებს. ბავშვებისთვის მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით, FAO-მ ადგილობრივი მეღვინეები - ელიკო ლაგვილავა და ნიკა ფარცვანია დააჯილდოვა.

ღონისძიებას, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მერის მოადგილეები - ერეკლე ზარანდია და ნანა ბირკაია დაესწრნენ