საქართველოს ეროვნული გმირს, გიორგი ანწუხელიძეს მისივე სახელობის კვირეულის ფარგლებში, მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგეს.
მისი ხსოვნის პატივსაცემად სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში დილიდან ტრადიციული ღონისძიბები მიმდინარეობს.იმართება დოღი ,დალაობა და თუშური რეწვის გამოფენა.
ბიუსტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და მათივე დაფინანსებით გაიხსნა.
ღონისძიებას ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და შვილები, ასევე თანასოფლელები ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრადიციად ქცეული აქტივობები 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის ოქტომბრის მიწურულს ქვემო ალვანში იმართება.
ცნობისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა