დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას ადგილზე აკვირდებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენელი, ირმა შველიძე და  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა.


თვითმმართველობის წარმომადენლებმა, ბაგა-ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს ახალის სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 
სოფელ იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდა. შენდება  მე-4 ბაგა-ბაღი.მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება 16 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია.