სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს.
დღევანდელი შეჯიბრებაი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლად რეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.
ერთდღიან ასპარეზობაში 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ტურნირს მსაჯობას ხელბურთის კლუბ ,, სამტრედია" - ს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მსაჯთა კოლეგია უწევდა - მთავარი მსაჯი გოგი ხელისუფალი.
🤾♀️🥇გოგონებში პირველი ადგილი მეათე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა,
🥈მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გოგონები გავიდნენ ,
🥉ხოლო მესამე საპრიზო ადგილი მეორე საჯარო სკოლოლებს ხვდათ წილად .
🤾🥇🥈🥉რაც შეეხებათ ვაჟებს,მესამე ადგლზე მეორე სკოლის გუნდი გავიდა
მეორეზე სოფელ ეწერის გუნდი
ხოლო პირველი ადგილი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მე-11 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
🏆გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად დააჯილდოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.
დავით ბახტაძემ მოსწავლეებს სთხოვა რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ და წარმატებებს მიაღწიონ, რათა ასახელონ საკუთარი ოჯახები, სამტრედია და სამშობლო. ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის კი ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება''.- განაცხადა სამტრედიის მერმა.