თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

შენობიდან გამოჰყავთ მცხოვრებლების ნაწილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია