ადგილობრივების თხოვნა გათვალისწინებულია. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა რუსთაველის ქუჩაზე, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი მოეწყო.
დავით ბახტაძე- ,,ხედავთ, რომ ადგილობრივები განსაკუთრებულად გახარებული არიან და მრავლად არიანბავშვები წარმოდგენილი, არა მარტო ამ დასახლების, არამედ სხვა კორპუსებში მცხოვრებიც. ჩვენი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგაა. მსგავსი პროექტებით, ჩვენ კიდევ მრავალჯერ გავახარებთ ადგილობრივებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით.''