სამტრედიაში, სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო LINEMA დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ქართული სამედიცინო წარმოების ხაზი მოიცავს სამედიცინო ავეჯის წარმოების ფართო სპექტრს.
ყოფილი ჩაის ქარხანის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივების დასაქმების პერსპექტივით, კიდევ ერთი საწარმოს გახსნა და აღჭურვა გრიბოედოვის ქუჩის საინვესტიციო-ინდუსტრიულ პოტენციალს უფრო მიმზიდველს ხდის.
სამედიცინო საწარმოს გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე.
,,მნიშვნელოვანია, რომ სამტრედიაში გაიხსნა სამედიცინო აღჭირვილობის მწარმოებელი ქარხანა. დასაქმდა 15-მდე ადგილობრივი მცხოვრები. კომპანია გეგმავს განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მზად ვართ ასეთ გამოწვევას ხელი შევუწყოთ,” განაცხადა დავით ბახტაძემ.
კონკრეტული მიმართულების პროფესიონალურ ცოდნაში რამდენიმე წამყვანი მსგავსი პროფილის თურქული კომპანია ფიგურირებს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ეტაპობრივ განვითარებას.
კომპანია წარმოადგენს პირველ სამედიცინო წარმოების ხაზს საქართველოში. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, გამოყენების სფერო იქნება ყველა სამედიცინო მიმართულება- ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური.
მიხეილ ცერცვაძე, კომპანია ლინემას დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი-,, ქვეყანაში ბიზნესისთვის შექმნილი სტაბილური გარემოს შესაბამისად გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სამედიცინო ინვენტარის მწარმოებელი სრულფასოვანი საწარმო. სამტრედია თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ხელსაყრელი გახლავთ აღნიშნული საქმიანობისთვის. ეს არის საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას მაქსიმალური მხარდაჭეეისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
საწარმო უახლოეს მომავალში აპირებს მიიღოს CE სერთიფიკატი, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასვლას.
საწარმოს გახსნას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოს წამყვანი კლინიკის რამდენიმე ხელმძღვანელი და წარმომადგენლობა თურქეთიდან.