სასტუმრო კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმთან. სასტუმროს ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი,- ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ინვესტორების გეგმებში ასევე შედის კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავების, ხელოვნური ტბორის და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა.
პროექტის განსახორციელებლად შპს „სითი ლოფტს“ 750 000 ლარად ქ. საგარეჯოში 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სოფელ სათაფლეში მდებარე 127 626 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადავეცით."- აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.