ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მანავთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  5 ადამიანი დაშავდა. 

განსაკუთრებით მძიმეა ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქალი 
კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.