საგარეჯო-შიბლიანის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ალექსი გილაშვილთან ერთად იმგზავრა, თანაქალაქელებს მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
➡️ N 1, N 2, N 3, N 4, ავტობუსები მგზავრთა გადაყვანას სატესტო რეჟიმის განმავლობაში უფასოდ განახორციელებენ.
ტარიფისა და განრიგის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდისა და მოსაცდელებზე განთავსებული განცხადების საშუალებით ეცნობება მოსახლეობას.
❗️სატესტო რეჟიმის სავარაუდო განრიგი:
ყოველდღიური ⬇️
🔴 №1 ქ. საგარეჯო :
ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი - ქვემო სამგორის დასახლება - ღვთისმშობლის ტაძარი (წრიული მარშრუტი) 8:00 საათიდან, 20:00 საათამდე.
🔴№2 შიბლიანი -ქალაქი საგარეჯო:
გამოსვლის პუნქტი: სოფელი შიბლიანის ცენტრი 8:00 საათზე. გასვლა - ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი - 16:00 სთზე.
🚦გაჩერებები:
➡️სოფლები: მზისგული, ბადიაური, ყანდაურა, ვერხვიანი, კაკაბეთი, დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, თოხლიაური, საგარეჯო.
🔴№3 სოფ. პატარძეული – სოფ. ხაშმი – ქ. საგარეჯო დღეში 2- ჯერ
გასვლა - სოფელი პატარძეულის ცენტრი 9:00 საათზე
დაბრუნება - ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი 15:00 საათი.
№4 სოფელი უჯარმა, სოფელი კოჭბაანი, სოფელი გომბორი კვირაში 1 დღე - სამშაბათი
გასვლა - სოფელი გომბორი, ადმინისტრაციული შენობის ტერიტორია 9:00 საათზე
დაბრუნება - ქ. საგარეჯოს ცენტრალური მოედანი 16:00 საათზე.
№5 საგარეჯო - იორმუღანლო
გასვლა: 8:00 საათი
გამოსვლა: 17 : 00 სთზე.
ბოლო გაჩერება: ლამბალოს საჯარო სკოლა.
❗️(ამჟამად სატესტო რეჟიმში გაშვებულია 2 მარშრუტი: საგარეჯო წრიული და საგარეჯო-შიბლიანი. დანარჩენი მარშრუტები ეტაპობრივად ამოქმედდება).