საქართველოს ბავშვთა - სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, 26 სექტემბერს, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სპორტის მასწავლებლები.
ოლიმპიადის გახსნის შემდეგ, კალენდრის მიხედვით, ჩატარდა შეჯიბრი გეზრბენში (ესტაფეტა - გოგონები და ვაჟები). გოგონათა გუნდების შეჯიბრში მონაწილეობდნენ საგარეჯოს N1, N3 და ნინოწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ხოლო ვაჟთა გუნდების შეჯიბრში - საგარეჯოს N1, N2, N4, გომბორის, დიდი და პატარა ჩაილურის და ნინოწმინდის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
გოგონათა შორის გეზრბენში ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - საგარეჯოს ნუგზარ ჭანტურიას სახელობის N2 საჯარო სკოლა (მასწავლებელი:
ელენე ფარეშიშვილი);
II ადგილი - ნინოწმინდის საჯარო სკოლა, გუნდი „ბოდისი“ (მასწავლებელი: ნინო
გოცირიძე);
III ადგილი - საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა (მასწავლებელი: ლუდმილა ფერაძე).
ვაჟებში:
I ადგილი - საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა (მასწავლებლები: ოთარ დევდარიანი და რამაზ
ასაბაშვილი);
II ადგილი - გომბორის საჯარო სკოლა (მასწავლებელი; მზია ბიჩინაშვილი);
III ადგილი - პატარა ჩაილურის საჯარო სკოლა (მასწავლებელი: ალექსანდრე როსტიაშვილი).
პირველ ადგილზე გასული ვაჟთა და გოგონათა გუნდები ჩაერთვებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში, რომელიც გაიმართება 2026 წლის გაზაფხულზე, კახეთში.