დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული - მედალოსნები დააჯილდოვა.
დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული - მედალოსნები დააჯილდოვა.
56 კურსდამთავრებულს მუნიციპალიტეტის მერიიდან პროგრამით გათვალისწინებული თანხა უკვე გადაეცათ.
ავთანდილ გულიკაშვილმა თითოეულ მედალოსანს მადლობა გადაუხადა მონდომებისთვის, სიბეჯითისთვის და წარმატებისთვის.
„მომავალი თქვენია, ჩვენი იმედიც თქვენს პროფესიონალიზმზე დგას, რომ ნამდვილად იქნებით კარგი ახალგაზრდები და ცოდნასა და შესაძლებლობებს მშობლიურ მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას მოახმართ. ჩემი მიზანია, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო თქვენი გეგმების რეალიზებისთვის, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ დროს თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.
შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, მერის მოადგილე - გიორგი ლალიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი და მაჟორიტარის ბიუროს უფროსი, გიორგი თათრიშვილი ესწრებოდნენ.