ბათუმში, სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“ დამფუძნდა. ყრილობის გახსნამდე, მოძრაობის ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ ორგანზიაციის არჩევნებში მონაწილეობა, არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა მოგვიანებით ბათუმის ორგანიზიაციის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ არ გამორიცხა, რომ მოძრაობა შესაძლოა პარტიებს „ნეიტრალური საქართველო-კვარაცხელია-სოციალისტები“ და „ერთიანი კომუნისტური პარტია“ შეუერთდეს და საპარლამენტო მანდატისთვისაც იბრძოლოს.
 

სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია რუსეთთან დაახლოება. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსეთთან სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზეც. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის, თითქმის არანაირი კავშირი არ არსებობს, ჩვენი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ არის სულ ერთი, რა ხდება მეზობელ სახელმწიფოში.

ჩვენ, გულწრფელად ვართ დაინტერესებული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებით. ამის დასტურია, ჩემი დღევანდელი ვიზიტი და ამ სხდომაზე დასწრებაა. ეს მოძრაობა მიმართულია, რუსეთთან ურთიერთობების დათბობისკენ. 

რაც შეეხება ტერმინს - „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“, აქ მინდა განვმარტო, რომ აფხაზები და ოსები გაურბოდნენ არა ქართველებს, არამედ ამერიკულ ჩექმას. ყველგან, სადაც ჩნდება ამერიკული ჩექმა - ერაყი, ლიბია, სირია, ქვეყნები იშლება და კარგავენ თავის დამოუკიდებლობას.

რუსეთის ლიდერი, გამოდის ინიციატივით, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები და მხოლოდ ამ გზით მივიდნენ, რაიმე კონსესუსამდე“.

სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებლი ყრილობა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. დარბაზში, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბნენ, განთავსებული იყო საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი, ბანერები რუსულენოვანი წარწერებით „რუს ხალხთან ერთად“, „არ გვჯერა ზღაპრების ევროკავშირზე, საქართველო მხარ უჭერს ევრაზიის კავშირს“, შეხვედრაზე გაჟღერდა საბჭოთა ჰიმნიც. დამსწრეთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯოდმარე“.

ნიაზ ბოლქვაძემ ამბობს, რომ ის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, თუმცა მხარს უჭერს მოძრაობას. შეხვედრაზე იმყოფებოდა როსტომ შერვაშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინსიტრის ყოფილი მოადგილე. მან თქვა, რომ თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა.