რამაზ იოსელიანი: არაპროფესიონალებს თეატრში არ გავაჩერებ!

1552981854
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე რამაზ იოსელიანი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რეორგანიზაციას არ გეგმავს, თუმცა არაპროფესიონალ ადამიანებს თეატრში არ გააჩერებს.
-ამჯერად თეატრი დროებით სხვა შენობაში გადავიდა, სადაც შედარებით მცირე ინტერიერია, აქედან გამომდინარე იგეგმება რეორგანიზაცია, კადრების შემცირება?
ვთვლი, რომ ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირს და გაჭირვებულია ხალხი, ჩემგან ამორალური იქნება ვინმე რომ გავუშვა სამსახურიდან. მე არ გავაკეთებ რეორგანიზაციას. იმ შემთხვევაში გავათავისუფლებ თანამშრომლებს, თუ არ გამოიჩენენ პროფესიონალიზმს. არაპროფესიონლებს მე თეატრში არ გავაჩერებ.
თქვენმა წინამორბედმა, დავით მღებრიშვილმა, საკმაოდ სკანდალურად დატოვათანამდებობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მსახიობებმა ის კენჭისყრისშედეგად ვადაზე ადრე გადააყენეს. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელშიგამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ მსახიობები სათანადოდ ვერასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და შესაბამისად, მისი მკაცრი დამოკიდებულება გახდა უკმაყოფილების მიზეზი. როგორ ფიქრობთ რაფაქტორმა გამოიწვია მოვლენების ასე განვითარება?
არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩემს წინამორბედზე აუგად ვისაუბრო, ან გავაკრიტიკო. არაკოლეგიალური იქნება. 6 წელი თუ დასჭირდა იმის გასაგებად თუ ვინ ჰყავდა თეატრში, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა არტისტების. ვფიქრობ ის არ ეკუთვნოდა თავის თავს მარტო. ბევრ სხვა ვიღაცეება უსმენდა. ასე ვთქვათ, პოზიცია არ ჰქონდა.
რამე თქვენეული მეთოდი ხომ არ გაქვთ მსახიობებთან მუშაობის. რა კრიტერიუმით არჩევთ მათ კონკრეტული როლისთვის?
ყველა არტისტს თავისი ამპლუა აქვს, მაგრამ მთავარია გიყვარდეს ის ადამიანები, ვისთანაც მუშაობ. საერთოდ, როცა ხარ თეატრში,, თუ მსახიობი არ გიყვარს კაპიკია შენი ფასი. იმიტომ რომ თეატრი მსახიობია და არა რეჟისორი. ყველამ გაიგოს ეს, დღევანდელმა თანამედროვე რეჟისორებმა, რომ ჩაიგდეს სათავეები და არ ახარებენ საწყალ არტისტებს. ამ დროს მაყურებელი თეატრში მსახიობის სანახავად მოდის.
ალბათ როგორც ყველა რეჟისორს, თქვენც გეყოლებათ გამორჩეული მსახიობი…
მე ვერ გეტყვით ვინ არის ჩემი გამორჩეული. ეს რომ გითხრათ, დანარჩენი არტისტები ჩამჟუჟავენ (იცინის), მაგრამ ვინაიდან მე არტისტი ვარ, ვიცი არტისტის ბუნება, არ მინდა გავანაწყენო რომელიმე. ყველას უნდა ჰქონდეს სამუშაო. მსახიობს როდესაც სამუშაო აქვს, მასზე ბედნიერი კაცი არ დადის დედამიწის ზურგზე. არც ხელფასზე ფიქრობს, არც ჭამაზე, არც სმაზე. სიგიჟემდე მიყვარს თავის საქმეს შეწირული ხალხი.
რა ცვლილებების შეტანას აპირებთ რეპერტუარში?
დავდგით ორი ახალი თოჯინური სპექტაკლი. ამ დღეებში გამოვა კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი „კომედია“. ორ თვეში კი უკვე სამ პრემიერას წარვუდგენთ მაყურებელს. ანუ, აპრილის ბოლოს თეატრს 5 სპექტაკლი ექნება. ამ დღეებში ბათუმში ორდღიანი გასტროლი გვაქვს, მერე მივდივართ ქუთაისში. მაისის თვეში იორდანეაში მივემგზავრებით, ჩემამდე მიიღო თეატრმა ეს მოწვევა. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ საზღვარგარეთ გასტროლების. ვთვლი, რომ თუ არ იქნა დაფინანსება, საკუთარი ხარჯებით არ უნდა წავიდეს თეატრი გასტროლზე.
რა ჟანრის სპექტაკლებს იხილავს მაყურებელი?
ჩემთვის პრიორიტეტულია პირველ რიგში საბავშვო სპექტაკლები, რადგან ბავშვი თუ არ გაიზარდა თეატრში, თეატრს მომავალი არა აქვს. ყოველ კვირას, პირველ საათზე, სანამ სეზონი არ დაიხურება, ფოთელმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან საბავშვო სპექტაკლები გადის. ახლა ვმუშაობთ საბავშვო მიუზიკლზე. მინდა გითხრათ, ამ თეატრის ყველა არტისტი ფანტასტიურად მღერის და ცეკვავს. ასე რომ ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.
როგორია ბილეთების ღირებულება?
საბავშვო სპექტაკლების ბილეთების ფასი 5 ლარია, უფროსების _ 7 ლარი, პრემიერა _10 ლარი. საბავშვო სპექტაკლებს 5 ლარზე ნაკლები რომ დავაფასოთ სირცხვილია უბრალოდ, სიგარეტი ღირს 5 ლარი. მამები ნუ მოწევენ ამ დღეს და უფრო კარგ საქმეს გააკეთებენ, შვილს ხელოვნებას აზიარებენ.
ახლა თქვენზე ვისაუბროთ, როგორი შემოქმედებითი გზა გაიარეთ სანამწარმატებას მიაღწევდით?
გუგლში აკრიფეთ და ნახავთ ყველაფერს ( იცინის), ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ.
რომელი იყო პირველი სამსახიობო როლი და სპექტაკლი, რომელმაც აღიარებამოგიტანათ?
თუმანიშვილის სპექტაკლი, ჩემი საკურსო სპექტაკლი _ „ბაკულას ღორები“, სადაც გალაქტიონი ვითამაშე. დღემდე ვთამაშობ ამ სპექტაკლს თუმანიშვილის თეატრში.
რამდენიმე წელია განერიდეთ ქალაქის ხმაურს და გორის ერთ-ერთ სოფელშიდასახლდით. ვითომ ფერმერს უწოდებთ თავს, განსაკუთრებულიდამოკიდებულება გაქვთ შინაურ ცხოველებთან, როგორ უთავსებთ ერთმანეთსთეატრალურ ცხოვრებას და სოფლის მეურნეობას?
ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ მინდოდა მექირავა ვინმე, რომელიც მოუვლიდა სოფელს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ძალიან ზარმაცი ერი ვართ. ურჩევნიათ საზღვარგარეთ წავიდნენ და ვიღაცეებს მოუარონ, რაღაც საზიზღრობები აკეთონ ორი კაპიკის გულისთვის, რაც არ ეთაკილებათ, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში მიწა დაამუშავონ და თუნდაც ნაკელი გაიტანონ ბოსელიდან, ეს ეთაკილებათ. სამაგიეროდ „ბირჟაზე“ დგანან და სიგარეტის „ბიჩოკებს“ აგროვებენ და ლუდის ფულს ითხოვენ. ამასწინათ სოფელში ვიყავი ჩასული, გაზის მილები გაჰყავდათ. ძალიან ციოდა, იქ ერთი ჩემი მეზობელი გათოშილი თხრიდა მიწას. დავინტერესდი რამდენს უხდიდნენ, 20 ლარსო მითხრა. გავოგნდი, უფრო მეტს ვთავაზობდი გასამრჯელოს და ვეხვეწებოდი ჩემთან ემუშავა. თბილადაც იქნებოდა და საჭმელ-საჭმელიც ექნებოდა, მაგრამ არა, როგორ შეიძლება ვინმეს მოსამსახურე იყოს.
მე არ ვთლი, რომ თუ ვინმე ჩემთან იმუშავებდა ჩემი მოსამსახურე გახდებოდა. ცუდი ხალხი ვართ.
ერთი ადამიანი მაინც როგორ არ აღმოჩნდა მთელ სოფელში, ალბათ არ გიძებნიათ სათანადოდ…
არა, ხელი ჩავიქნიე… მარტო ძაღლი დავიტოვე. ორ კილომეტრში გრძნობს, რომ მოვდივარ. როგორ იგებს, რანაირად? საოცარია. ჩემი მანქანის ძრავის ხმას არჩევს. მეზობლები მეუბნებიან, რომ მოუახლოვდები სოფელს წკმუტუნს იწყებს და მერე გაშეშდებაო. ცხოველები უფრო ერთგულები არიან და მათთან უფრო ადვილია ურთიერთობა, იმიტომ რომ ისინი არ გიღალატებენ საბედნიეროდ.
დანარჩენ ცხოველებს როგორ შეელიეთ?
თითქმის გავყიდე ყველა. მთელი ჩემი ცხოვრება თეატრია. ცხოველები, მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარს, მათ თეატრს ვერ ვანაცვალებდი.
ცნობილია, რომ ძალიან კარგი ინტუიციის გრძნობა გაქვთ. როდის და როგორაღმოაჩინეთ წინასწარმეტყველური ნიჭი?
არ ვიცი როგორ და როდის აღმოვაჩინე, არანაირი სტრესი არ მქონია, თანდაყოლილი ნიჭია. ახლა მაგარი ინტუიცია მაქვს იმისა, რომ ეს ჩვენი თეატრი საუკეთესო იქნება მთელ საქართველოში. მინდა არაჩვეულებრივი ამბავი გითხრათ. შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანაშემწეებს, ვთხოვე ჩვენი თეატრისთვის დახმარება. ისინი გვჩუქნიან ორ მანქანას _ სამარშრუტოს და მსუბუქს. გვეყოლება ჩვენი მანქანა და ვივლით და ვივლით გასტროლებზე, მთელ საქართველოს მოვივლით. მინდა ჩემი მსახიობები და თანამშრომლები ისევე გრძნობდნენ კომფორტულად თავს, როგორც მე მინდა ვიყო.
თქვენ არასოდეს საუბრობთ პირად ცხოვრებაზე, ეს ტაბუდადებული თემაა?
რატოა ტაბუდადებული? მყავს ძმისშვილი და შვილიშვილები და ვზრდით მათ. ოდესღაც მყავდა მეუღლა, გავშორდი, ვსიო მეტი არაფერი.
არ აპირებთ ოჯახის შექმნას?
რაღა დროის რაიმეს დაპირებაა აწი, 61 წლის გავხდი (იცინის).
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ავტორი: ანა ჯახაია