ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით იმერეთის მასშტაბით ფაიზერით აცრის სურვილი 1344-მა ადამიანმა გამოთქვა. მათი ნაწილი სამედიცინო პერსონალია, ნაწილი კი შესაბამის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთნება. ჯავშანი მოიცავს 14 აპრილამდე პერიოდს. ყოველდღიურად საშუალოდ 84 ადამიანის ვაქცინაცია განხორციელდება. ფაიზერით ვაქცინაცია ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოხდება, სადაც ასევე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.