ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. 

,,ორ წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების. იმედი მაქვს, რომ ჩემი ახალი საქმიანობით, განვახორციელებ პროექტებს, რომლებიც ქუთაისს, და იმერეთის რეგიონს, გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ ადგილს დაუმკვიდრებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქალაქს და ჩემს სამშობლოს",- წერს ქარქაშაძე.