ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებულ პირებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე.

ქუთაისში გამართულ შეხვედრას 120-ზე მეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, ასევე პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას.
შეხვედრას უძღვებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები - მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.