ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე USAID-ის პროგრამა GGI-ს წარმომადგნელებს შეხვდა არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად. შეხვედრაზე ქუთაისის მერიის შენობის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირების საკითხი განიხილეს. არქიტექტორმა მერის მოადგილესა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა ტენიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ადაპტირება მოხდება პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ქუთაისის მერიის შენობა, 2019 წელს სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში რომლის თანახამადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა USAID კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამასთან ერთად და შემუშავდება, შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. ექსპერტი შეიმუშავებს უნივერსალური დიზაინის ფარგლებში შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს.