ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. განიხილეს სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები და თანამშრომლობის საკითხები.
,,საქართველოში სლოვაკეთის ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართეთ. ელჩს გავაცანი ქუთაისში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საერთაშორისო პროგრამები და პროექტები, რომლებიც წარმატებულად ხორციელდება ჩვენს ქალაქში. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსზე. დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი ინიციატივები, რომელთაც უახლოეს მომავალში რეალურ პროექტებად ვაქცევთ”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.