პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა.
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
განახლებული კორტები დაათვალიერეს და საწვრთნელ ვარჯიშებს დაესწრნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.
,,ქუთაისს ბოლო პერიოდში ბევრი თანამედროვე სპორტული ობიექტი შეემატა. დღეს ერთ-ერთ ასეთ სპორტულ კომპლექსში ვიმყოფებით - ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა.
პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში, აქ , 4 სათამაშო მოედანზე მოეწყო ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი. კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
ასეთი საჩოგბურთო კორტები ქუთაისელთა სხვადასხვა თაობის ოცნება იყო, რომელიც რეალობად იქცა." - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.