ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ქარისგან მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და პოლიცია.

თვითმხილველთა ინფორმაციით ავტომობილს ახალგაზრდა კაცი მართავდა. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა ბათუმი ქობულეთის საავტომობილო გზაზე.

პირველადი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ინფრასტრუქტურა დააზიანა ბათუმშიც.