უსაფრთხოების მიზნით სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით,
ტარდება შესაბამისი ზომები, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იქნეს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყოს.
,,ძლიერი ქარის გამო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტოტიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტარაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგანტო , განათლებისა და მეცნიერების საგანამანათლებლო სამინისტროსთან უშუალო შეთანხმებით, სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით , ყველა გაცდენილი დღე იქნება აღდგენილი შაბათის მეცადინეობების ხარჯზე . ყველა ზომა ტარდება იმისათვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და
სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად ჩატარდეს . ჩვენი ქალაქის ხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს,“- განაცხადა გოჩა ქორქიამ.