ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად, ავტომობილს ხე დაეცა, ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ძლიერი ქარის შედეგად, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მამა-შვილიც დაშავდა.