მამაკაცი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა მუცლის არეში,ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, ნასვამ მამაკაცებს შორის კამათი კი მკვლელობით დასრულდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.