ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.

ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, ლაზის ქუჩაზე, ღია ტიპის ჩოგბურთის კორტი ეწყობა.


ასევე, კორტთან ერთად , იქვე არსებული საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტირდა.  
სამუშაოების ღირებულება ჯამში 200 000 ლარზე მეტია.