ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო ,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.
პირველ ეტაპზე,პროექტის მიხედვით 15 მინი სპორტულ მოედანს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება,ხოლო არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.
ქალაქის მერი ირაკლი კაკულია შესაბაისი სამსახურის წარმმადგენლებთან ერთად აკაკის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.