პროექტის „ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ“ განხორციელება დაიწყო. ვანის ნაქალაქარი სრულად რეაბილიტირდება,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა და ის რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება

დასრულებულია ვანის მუზეუმის შენობის ნაწილი, ნაწილზე კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

არქეოლოდიური ძეგლის ხუთ უბანზე მოეწყო დამცავი გადახურვები. დასრულებულია მუზეუმისა და არქეოლოგიური ძეგლის დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქცია. ძეგლზე სრულდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვას მოიცავს

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით."- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.