სამტრედიის  მუნიციპალიტეტში პირველად, მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის მხარდაჭერით სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა “ გრანდიოზულად აღინიშნა.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი სანახაობები, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ქუჩის კარნავალი, 

ანიმატორების შოუ. გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები.

„სამტრედიონა 2024“-ის დასასრულს მოეწყო გალა-კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა სამტრედიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

საპატიო სამტრედიელის წოდება მიიღეს:

ნიკოლოზ წულუკიძე

მერი არაბიძე

ჯონი ნადირაძე

დავით დვალიშვილი

ნათელა გელეიშვილი

მიხეილ ამაღლობელი

აკაკი ჩაჩუა