ადმინისტრაციულ ერთეულებში იწმინდება გზები და ხდება მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.

სტიქიის ზონაში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფება.

„ განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას სტიქიის ზონაში.  ამ წუთებში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ვმუშაობთ  მოსახლეობის დასახმარებლად. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ისინი უსაფრთხო გარემოში გადაგვყავს. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა - აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა. 

მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, შექმნილია საგანგებო შტაბი და  მოქმედებს ცხელი ხაზი:  577 601 304