ოზურგეთის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს, რომელიც მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეების ოჯახებს ეხება, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 70001-მდეა - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, სოციალური პროგრამა შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ, ბავშვიან ოჯახებსაც.

 

„ მინდა გაცნობოთ, რომ ვიწყებთ ახალ სოციალურ პროგრამას,  რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეების ოჯახებს ეხება, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 70001-მდეა. ეს პროგრამა მოიცავს ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას. პროგრამა შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ, ბავშვიან ოჯახებსაც. პროგრამა უკვე ამოქმედებულია და ველოდებით თქვენს განაცხადებს,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.