ახალი ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის ოზურგეთში კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია ხორციელდება; პროექტებზე ჯამში 12 273 921 ლარი დაიხარჯება.