ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ვეტერანებს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.


„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს! ჩვენი მადლიერება დღეს ვეტერანების მიმართ სიგელების გადაცემით გამოვხატეთ. მადლობა ოზურგეთის სახელით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის!“- აღნიშნა მერმა.