საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი- ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება.

რის გამოც, 2025 წლის 22 და 23 ივლისს 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება 
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.