აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე წილისყრის მეთოდით ბინები გადაეცა 450-მდე ოჯახს.

საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. 


"ბინების განაწილების პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება.  ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. 
აღნიშნული ოჯახები ცხოვრებას აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს მიერ აშენებულ სამ მრავალსართულიან კორპუსში გააგრძელებენ. ბინების მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების" ქალაქში უკვე დასრულებულია", აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.