ამ დრომდე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 108 ოჯახზე გადანაწილდა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ოჯახებს ბინების მიღება მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა.
"ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან",-აცხადებენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია.