ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შვლები ადგილობრივებმა იპოვეს.
"შვლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართეს. ცხოველებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, შვლები ველურ ბუნებაში გაუშვეს", -აცხადებენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.