შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები
მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.

ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის,  სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი მეცხრე  ცხედარი იპოვეს. - ამის შესახებ შსს-ში "აიპრესს" დაუდასტურეს.სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი

მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო  სამუშაოებს.