მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. ცვლილება "მაღალმთიანი დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში განთავსდა.
ამ 14 სოფელს შორის არის:
ლიჩი (სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში);
მელუშეეთი (სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში);
ბეგიაური (სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში);
მანდაეთი ( სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში);
წყალშავი (სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში);
ზვარე (სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში);
ჩრდილი (სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში);
გედსამანია (სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში);
ტაძრისი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში);
საკირე (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში);
ბრდაზორი (სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში);
ღოღეთი (სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში);
ხანი (სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში);
მუხურა (სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში).
დადგენილებით, ის პირები, რომლებსაც აღნიშნულ სოფლებში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი 2018 წელს მიენიჭებათ, "მაღალმთიანი რეგიონების განვიითარების შესახებ" კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ.




