ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში აფხაზეთში ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლატვია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში 15 თებერვალს ჩატარებულ ე.წ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ლატვია არც მათ ლეგიტიმურობას აღიარებს და არც შედეგებს.ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან მიღებული ყველა ვალდებულება და უკან დააბრუნოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას #საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში.", – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.